საზოგადოება
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილები გამოქვეყნდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უწყების ინფორამციით,  მიმდინარე წელს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს 79 საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც სწავლის შესაძლებლობა 5655 სტუდენტს ექნება.

დაფინანსებული ფაკულტეტების რაოდენობა ასეთია:

-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 350 ადგილი;
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 970 ადგილი;
-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 320 ადგილი;
-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 230 ადგილი;
-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი -460 ადგილი;
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 200 ადგილი;
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1225 ადგილი;
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 1900 ადგილი;

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


| Print |
FaceBook Twitter Google