საზოგადოება
ივლისის თვეში საქართველოს 982 487 ვიზიტორი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2017 წლის ივლისის თვე 982 487 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით;

ა) ტურისტი - 519 349 ვიზიტი;

ბ) ტრანზიტი - 231 484 ვიზიტი;

გ) სხვა - 231 654 ვიზიტი;

2017 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+60,4%), სომხეთიდან (+25,4%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), თურქეთიდან (0,6%), უკრაინიდან (+16,3%) და ირანიდან (+85,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და საბერძნეთი (შესაბამისად 38%, 32%, 29%, 26%, 20%, 16% და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (43%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (19%), უზბეკეთი (138%).
| Print |
FaceBook Twitter Google