საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება მომდევნო სამი დღის განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +34 +39, ღამით კი +19 +24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში 4-6 აგვისტოს ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით +28 +33, კოლხეთის დაბლობზე +38 +40 გრადუსი, ღამით კი, +20 +25 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, იქ  მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის.

| Print |
FaceBook Twitter Google