საზოგადოება
რომელ სოფლებში დაიწყება გაზიფიცირება
საქართველოს მასშტაბით, 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
აღნიშნულისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.

სამუშაოებს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

მთავრობის დადგენილებით, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

-თელავის მუნიციპალიტეტი - სოფლები ფშაველი, ლალისყური და ლაფანყური;
-ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - სოფლები დავითიანი, შეერთება, ქვემო და ზემო გურგენიანი, ზემო ხიზა და ხიზაბავრა;
-საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - სოფელი უჯარმა;
-ბოლნისის მუნიციპალიტეტი - სოფლები დისველი, ტანძია, აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, მამხუტი, ქვემო და ზემო არქევანი, ხატავეთი და გეტა;
-დმანისის მუნიციპალიტეტი - სოფელი პატარა დმანისი;
-გორის მუნიციპალიტეტი - სოფლები ქვახვრელი, სკრა, უფლისციხე, ახალხიზას, ხიდისთავი;
-ვანის მუნიციპალიტეტი - სოფლები ზედა გორა, ზედა ბზვანი;
-ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი ალავერდი;
-ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - სოფელი შამგონა;
-კასპის მუნიციპალიტეტი - სოფლები თელიანი, დოესი, გარიყულა, სასირეთი, თელათგორი;
-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - სოფლები ლესა, ქვემო და ზემო ჩიბათი;
-მცხეთის მუნიციპალიტეტი - სოფელი მუხათგვერდი;
-ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფელი ასკანა;
-სენაკის მუნიციპალიტეტი - სოფლები შუა ნოსირი, თეკლათი, საგვარამიო, ახალსოფელი, ნოსირი, გეჯეთი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა;
-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - სოფელი ბუკისციხე;
-ხაშურის მუნიციპალიტეტი - სოფლები პატარა ფლევი, ნაცარგორა, დიდი ფლევი, ტკოცა, ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, -კლდისწყარო, წეღვერი, ტიტვინისწყარო, ზემო აძვისი, ნაბახტევი, მცხეთიჯვარი, უწლევი, ალი, ბრილი, ქინძათი, ახალუბანი, დუმაცხოვი და კლდისწყარო.



| Print |
FaceBook Twitter Google