საზოგადოება
ავღანეთში ტერორისტულ აქტს ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას,  II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში, ბატალიონის ოცეულის ფარგლებში, ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრულირებდა, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერორისტული აქტი განახორციელა.

-"გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ტერორისტული აქტის შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.


| Print |
FaceBook Twitter Google