საზოგადოება
დაცულ ტერიტორიებს 2017 წელს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.

ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი -45%-ითაა გაზრდილი. უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.
2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის

მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე. ერთ წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 2768 ლარი შეადგინა. მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს აქტიურად ახორციელებდა. შპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.

3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა. 50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ  დასაქმებულთა რაოდენობა. 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია.

| Print |
FaceBook Twitter Google