საზოგადოება
სოფელ ენისელში უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, ვ. იბერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის "ენმედიც"-ის ექიმებმა აქცია გამართეს.

სოფლის ამბულატორიაში, პროფილაქტიკური გასინჯვების მიზნით, ექიმმა-სპეციალისტებმა (ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის) პაციენტები მიიღეს. მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა კლინიკის მენეჯერმა ნანა მახარაძემ შაქრის საზომი აპარატი, კლინიკის სახელით საჩუქრად გადასცა.
აქცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და ყვარლის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით იყო ორგანიზებული.
| Print |
FaceBook Twitter Google