საზოგადოება
ძლიერი ხანძარი ლაგოდეხში- ცეცხლი 20 ჰექტრამდე ბუჩქნარს უკიდია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეტის სოფელ ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილიც.

როგორც speqtri.ge-ს სოფელ ცოდნისკარში გამგებლის წარმომადგენელმა ზურაბ გამხარაშვილმა განუცხადა, დამწვარია ნახევარ ჰექტრამდე ვენახი, ამ წუთებში კი ცეცხლი 15-20 ჰექტრამდე ბუჩქნარს უკიდია.

-"ძნელად მისასვლელი ადგილია და ტექნიკა ვერ უდგება. ხანძრიდან დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 200 მეტრია. მთელი სოფელი აქ ვართ. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვახსოვს."


| Print |
FaceBook Twitter Google