საზოგადოება
გურჯაანში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
აგვისტოს ომს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ორი ახალგაზრდა შეეწირა, სოფელ ზემო კაჭრეთის მკვიდრი სოსო ღვინიაშვილი და სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ალექსანდრე ნატროშვილი.

დღეს მათ ხსოვნას დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო და გმირების საფლავები გვირგვინით შეამკო.

-" ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მწუხარება, დაუვიწყარი ხსოვნა გმირებისა, რომლებიც  მტერს არ შეუშინდნენ. მსურს მივმართო გმირების მშობლებს- თქვენმა შვილებმა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერეს, მათი სურვილი და ბრძოლა დაეხსნათ სამშობლო ოკუპაციისგან მიზანს მიაღწევს."- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ომი / 8 აგვისტო /