საზოგადოება
„მე მახსოვს აგვისტო“- ყვარელში ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
8 აგვისტოს საღამოს 8 საათზე ყვარელში ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „მე მახსოვს აგვისტო“ მოეწყო.

საზოგადოების წევრებმა, პოეტებმა და ომში დაღუპული მებრძოლების ახლობლებმა აგვისტოს ომი და ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ისაუბრეს ყვარლის მუნიციპალიტეტში დაღუპული მებრძოლების ილია შავერდაშვილის, ზურა ტურაშვილის, გელა მებაღიშვილის და დავით ელიზბარაშვილის შესახებ. გაიხსენეს მათი ბავშვობის, განვლილი გზისა და ომში ყოფნის დღეები.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ნიკოლოზ გურინმა განაცხადა , ეს დღეა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
„უდიდეს მწუხარებასთან და ტკივილთან ერთად ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას გარდაცვლილთა სულების წინაშე, მათი დაღვრილი სისხლის წინაშე. მათი შვილების, მშობლებისა და ოჯახის წევრების წინაშე. ომიდან 9 წლის თავზე, ჩვენი ნათქვამი სიტყვები, მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩეს ყველამ ერთად ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელები და შევფიცეთ რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე და წინ აღვუდგებით ამ საშინელებას, რასაც ეს იმპერიალიზმით დაბრმავებული ბოროტების იმპერია ყოველდღიუღად სჩადის. ვიბრძოლებთ თავსიუფალი, ნათელი და ევროპული საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთად ვდგავართ და ვამბობთ "არა რუსულ ოკუპაციას!".

ღონისძიებას სპონტანური სახის იყო და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაკეთდა. დასასრულს ახალგაზრდებმა ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად სიმბოლურად სანთლები აანთეს და 08.08.08 გამოსახეს. ღონისძიებაზე 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს. იქ შეკრებილ საზოგადოებას კი გულზე დასაბნევად ყაყაჩოები დაურიგეს.
| Print |
FaceBook Twitter Google