საზოგადოება
თელავსა და ლაგოდეხში ფსიქოტროპულ წამლებს უკანონოდ ყიდდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში 2 მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა ათზე მეტი ობიექტი, სადაც სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა

| Print |
FaceBook Twitter Google