ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ თელავის
მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება.
უწყების ინფორმაციით, დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებთან
დაკავშირებით, 10:00-დან 11:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ყარაჯალას, რუისპირსა და
გულგულას.
12:00-დან 13:00-საათამდე სოფელ ყარაჯალას.
13:00-დან 14:00-საათამდე სოფელ რუისპირს.
14:00-დან 15:00-საათამდე სოფლებს: ვარდისუბანს, იყალთოსა და
რუისპირის ნაწილს. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების
დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები