საზოგადოება
ახმეტას და თელავს დენი გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება.

07:30-დან 08:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, ფიჩხოვანს, არგოხს, ბაბანეულსა და ალავერდს. 07:00-დან 07:30-საათამდე სოფელ მატანს.

ასევე, 13:00-დან 14:00-საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სანიორეს და ლალისყურს. 12:00-დან 13:00-საათამდე სოფელ: ნაფარეულის ნაწილს, ლაფანყურსა და ართანას. 11:00-დან 12:00-საათამდე სოფელ ნაფარეულს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google