საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვემენელი 35%- ია.
დაცულ ტერიტორიებს ტურისტები უმეტესად გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან სტუმრობენ.

ლაგოდეხში სამი საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, სადაც ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ დაცული ტერიტორიის და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში.  მას  19749 ჰა უკავია, საიდანაც ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია.

| Print |
FaceBook Twitter Google