საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

უწყების ინფორმაციით, დღეს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 15-16 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 26-31 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში- 31-36 გრადუსი; 17 აგვისტოს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა- მოსალოდნელია 25-30 გრადუსი და წვიმიანი ამინდი;
18 აგვისტოდან სინოპტიკოსები ზოგან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ; დასავლეთ საქართველოში 28-31 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს.



| Print |
FaceBook Twitter Google