საზოგადოება
სოფელ ომალოს მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
უკვე რამდენიემე კვირაა, თუშეთის სოფელ ქვემო ომალოს მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებს წყლის ზიდვა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ჭაბურღილიდან უწევთ.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა აღნიშნა,  ამ ეტაპზე წყლის ახალი სათავე ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თუშეთს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნება.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ტურისტების რაოდენობა შემცირდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google