საზოგადოება
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ ლაგოდეხის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია შეუწყდება.


უწყების ინფორმაციით, 09:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გელათს, ზემო გურგენიანს, ნინიგორს, ქვემო გურგენიანსა და ხიზას.
06:30-დან 09:00-საათამდე ქალაქ ლაგოდეხს, ასევე სოფლებს: მაწიმს, რაჭისუბანს, კავშირსა და შრომას.

11:30-დან 12:30-საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალს.
10:00-დან 11:00-საათამდე ქალაქ თელავში ვარდოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ასევე, 09:00-დან 14:00-მდე ქალაქ დედოფლისწყაროს ერეკლე მეორის ქუჩის მცხოვრებლებს. 09:00-დან 10:00-მდე ქალაქ დედოფლისწყაროს 9 აპრილისა და ჰერეთის ქუჩებს და სოფელ წითელწყაროს . ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google