საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ რამდენიმე ეკლესიას მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კიდევ 6 ეკლესიას მიენიჭა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აღნიშნა ეკლესიების გაძეგლება ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოხდა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კიდევ ექვს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ესენია: კალაურის კორდომიანის და სამყინაურის, მუკუზნის ამაღლების, ჩალაუბნის წმინდა გიორგის , ვაჩნაძიანის ,,ფალახოსროიანის " და კაჭრეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები. ძეგლის სტატუსის მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი დაცვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში მომავალში ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ მათი აღდგენა და რესრტავრაცია. “
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კიდევ 5 ობიექტის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google