საზოგადოება
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ივლის-აგვისტოს თვეებში გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს - 195 ფაქტი. ამავე პერიოდში გამოვლინდა სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 61 ფაქტი, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 12 ფაქტი, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისა და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 21 ფაქტი.
| Print |
FaceBook Twitter Google