საზოგადოება
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შსს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

უწყების ინფორმაციით, 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს /