საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ცნობილია
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი დოკუმენტი კონტრ-ასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაუგზავნა. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში - ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.

| Print |
FaceBook Twitter Google