საზოგადოება
ჩაიკეტება თუ არა თუშეთის გზა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე რამდენიმე თვის წინ ჩამოწოლილი მეწყერი ისევ აქტიურია.
ამ მონაკვეთზე დამეწყრილი ტერიტორიდან ნაშალი მასალა და ლოდები ყოველდღე ცვივა, ასევე მომატებულია
მეწყერის შედეგად დაგუბებული ხელოვნური ტბის დონე.

გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია.

სამუშაოებს კომპანია "გელარი" ასრულებს.  წარმომადგენლის, ტარიელ წიკლაურის განცხადებით, შესაძლოა, თუშეთის გზა 3-დან 5 დღემდე ჩაიკეტოს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / გზა /