საზოგადოება
ერთი კვირის მანძილზე ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა
16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Global Forest Fire Watch - ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ონლაინ მონაცემების მიხედვით, 279 შეტყობინება სამცხე-ჯავახეთიდან ფიქსირდება, 51 კახეთიდან, 16 შიდა ქართლიდან, 7 ქვემო ქართლიდან, 6 მცხეთა-მთიანეთიდან, 5 იმერეთიდან, 2 კი ოკუპირებული აფხაზეთიდან.
2017 წელს საიტზე სულ ხანძრის 692 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ 616 შემთხვევაზე მეტია, თუმცა 2015 წელს დაფიქსრებულ 822 ფაქტზე ნაკლებია.

პირველი არხის ინფორმაციით,  საიტზე ბოლო ერთ კვირაში სომხეთიდან ხანძრის 40 შეტყობინება იძებნება, აზერბაიჯანიდან 281, თურქეთიდან 1724, რუსეთიდან კი 59 663.
| Print |
FaceBook Twitter Google