საზოგადოება
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
დღეს, თელავში  რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი და ღვინის კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია და ღვინის საწარმო ჩაიბარებს.  ასევე, ყურძნის რეალიზაციისათვის თვითთმართველ ქალაქებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

"წელს დაახლოებით 140-150 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს."- განაცხადა რთველის შტაბის კოორდინატორმა, გიორგი სამანიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველი სექტემბერში დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / შტაბი /