საზოგადოება
შიმშილობის მეთერთმეტე დღე "საქართველოს რკინიგზასთან"
უკვე მეთერთმეტე დღეა, "საქართველოს რკინიგზის" შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ამ დროსითვის, 14 რკინიგზელი შიმშილობს.
მათი მოთხოვნაა გაუუმჯობესდეთ სამუშაო პირობები და გადადგეს დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

-"თავიდან ჩვენი მოთხოვნა იყო სამსახურში აღდგენა, შემდეგ დაემატა დაჩი ცაგურიასა ("საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებათან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ვასილ ხორავას ("საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის დირექტორი) წასვლის მოთხოვნაც, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ გამოდიოდნენ კომუნიკაციაზე, შემდეგ წამოვიდა ბრალდებები  და დამცინავი პასუხები ჩვენს კითხვებზე. ახლაც გარეთ ვშიმშილობთ, მეთერთმეტე დღეა აქ ვართ და კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს. ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ უარი მივიღეთ. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, შიმშილობას გავაგრძელებთ."-აღნიშნა speqtri.ge-სთან აქციის მონაწილემ, გურჯაანის რკინიგზის ყოფილმა თანამშრომელმა უჩა ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ "საქართველოს რკინიგზასთან" დაპირისპირების დროს 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დღეს ათივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მორიგი პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

აამავე თემაზე:

გურჯაანში რკინიგზელები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

გურჯაანელმა რკინიგზელებმა შიმშილობა დაიწყეს

საქართველოს რკინიგზის პასუხი მოშიმშილე თანამშრომლებს
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რკინიგზა / აქცია /