საზოგადოება
სოფელ ყარაჯალაში მორიგი აქცია გაიმართა
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლებმა ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონდ ჩამორთმეული და გაყიდული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია მეორედ გამართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 2011 წელს 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, ისე გასხვისდა, რომ მათთვის არავის უცნობებია. მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ ყარაჯალას მკვიდრებზე გაყიდა. მფობელებმა ნაკვეთების ნაწილი გასულ წელს დათმეს, თუმცა დარჩენილი 8 ჰექტარი კვლავ სხვის საკუთრებაში რჩება,

აქციაზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

,,მოსახლეობა 2011 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვს, საუბარია დაახლოებით 8 ჰექტარ ფართობზე, რომელიც ამჟამად 6 პირის კუთვნილებაშია. აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას შევთავაზეთ, შეაგროვონ ხელმოწერები და სამართლებრივი რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართონ. იმ შემთხვევაში კი, თუ უკანონოდ მოხდა მიწების გასხვისება სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება."-აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს,  მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღეიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყება,  შემდეგ კი პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყარაჯალა / აქცია /