საზოგადოება
საკრებულომ გურჯაანის საოლქოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფართი უსასყიდლოდ დაუთმო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ერთი თვით ადრე გაიხსნება. N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის გამგეობას საუბნო კომისიებისთვის შენობა ნაგებობების გამოყოფის თხოვნით უკვე მიმართა.


საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების პერიოდში უსასყიდლოდ გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შემდეგ შენობებში განთავსებული დარბაზები: ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლა, ქალაქ გურჯაანისა და სოფელ ველისციხის კულტურის ცენტრები, ასევე, ვაჩნაძიანის, კალაურისა და სოფელ კაჭრეთის- კულტურის სახლები.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. გურჯაანის N12 ოლქში სულ 51 უბანი გაიხსნება.


| Print |
FaceBook Twitter Google