საზოგადოება
უახლოეს დღეებში კვლავ ცხელი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
1 – 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google