საზოგადოება
სოფელ რუისპირში ერთ ჰექტრამდე ვენახი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად, ორი ადგილობრივის ვენახი განადგურდა.
"მოსახლეობამ ცეხლი გვიან შეამჩნია, სოფლიდან მოშორებით არის მინდვრები და ხალხი იქ იშვიათად მოძრაობს. სახანძრო გამოძახებიდან დროულად მოვიდა. ორი პიროვნების ვენახია დამწვარი, ჯამში ერთ ჰექტრამდე ფართობი."-აღნიშნა spetri.ge-სთან გამგებლის წარმომადგენლებმა სოფელ რუისპირში თემურ გიგაურმა.

ცნობისთვის, გუშინ, კახეთში, ხანძარი რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა. კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორსა და თუშეთში. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს
| Print |
FaceBook Twitter Google