საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალას მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ. მ. ტერიტორია.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს,  ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ჩახრიალაში ლაშა უძილარის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად,  აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების სამი საყრდენი დაზიანდა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდათ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / ხანძარი /