საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში წელს 429 აღსაზრდელი დარეგისტრირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია პირველ მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სპეციალისტმა ლალი გოჩიაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, 2168 ბავშვი ირიცხება.
„წელს 429 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. ამჟამად საბუთების მიღება კვლავ მიმდინარეობს. ხდება დაუგეგმავი შემთხვევები, ამიტომ 15 სექტემბრამდე მონაცემები კიდევ შეიცვლება. შარშანდელთან შედარებით, ძალიან დიდი ცვლილება არ არის. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ახალი ჯგუფების დამატება არ გახდება საჭირო. “
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასწავლო პროცესი სააღმზრდელო დაწესებულებებში 18 სექტემბერს განახლდება.


| Print |
FaceBook Twitter Google