საზოგადოება
ბაღებში ზეიმის ფორმატი იცვლება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ზეიმის ფორმატი იცვლება.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში განაცხადეს, დეტალები მათთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„ ძველი ფორმატი დამღლელი, დამთრგუნველი იყო და ხანგრძლივი დრო მიჰქონდა. გვინდა შევცვალოთ მეტად სახალისოდ, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. შეიძლება იყოს გამოფენის, სპექტაკლების და მიუზიკლის სახით. ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ვნახოთ, რას შეცვლის თბილისის ბაგა-ბაღების საგენტო, მათ რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ,“-აღნიშნა გაერთიანების სპეციალისტმა ლალი გოჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მშობლების დასწრების საკითხი ჯერ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ კუთხით მკვეთრი ხაზგასმა არ იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google