გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე
ავარიული კორპუსის დემონტაჟისთვის ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონი 25 აგვისტოს დასრულდა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთ
კომპანიას არ მიუღია.
-"იმ ადამიანებს, ვინც ამ კორპუსში არიან შესახლებულები, გამგეობამ
გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა. მათი ინფორმირება მოვახდინეთ
იმასთან დაკავშირებით, რომ დემონტაჟს ვაპირებთ. აუქციონი კიდევ
გამოცხადდება, თუ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, სამუშაოებიც
დაიწყება."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან
და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად
ბიაშვილმა.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, იქ მცხოვრებლებს, რომლებსაც
ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ, ქირით გაიყვანენ,
რასაც კორპუსის ბინადრები ეწინააღმდეგებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბინა 1991 წლის დეკემბერში ბუნებრივი
აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები