საზოგადოება
კახეთის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაღალი წნევის გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ნაწილს დღეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
-"გუშინ ტელეფონოგრამის საფუძველზე აბონენტები გავაფრთხილეთ. დილით, შვიდ საათზე გაითიშა ქალაქი გურჯაანი და 15 სოფელი, ასევე ყვარლისა და ლაგოდეხის ნაწილი. როგორც ტელეფონოგრამაშია მითითებული, სამუშაოებიდან გამომდინარე თუ არაფერი გართულდა, საღამოს რვა საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. მოსახლეობას სმს-ები მიუვიდათ, სადაც აღნიშნულია რომ 5 სექტემბერს  აღდგება მიწოდებაო. ჩვენ რომ დაგვესახელებინა ორი რიცხვი და ვერ შესრლდეს პირობა, შემდეგ პრეტენზია ექნებოდათ. ხუთი კი დავაფიქსირეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, 3-ში და 4-ში ყველა მოსახლეს აღუდგეს მიწოდება. ამისთვის მომზადებულები ვართ. წესით შაბათ-კვირას უნდა ვისვენებდეთ, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობაში შევდივართ და ვმუშაობთ."-აღნიშნა speqtri.ge-სთან სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთი რეგიონალური ოფისის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.

რაც შეეხება გაზგასამართ სადგურებს, გიორგი მაჭავარიანის თქმით, ვეჯინიდან მოყოლებული თელავის მიმართულებით, კახიფარის ჩათვლით, ყველა მათგანი გაითიშა. რის გამოც რიგებია იმ სადგურებზე, სადაც მანქანების დატვირთვა შესაძლებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google