საზოგადოება
მეფრინველეობის ფერმა სოფელ ნინოწმინდაში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, მეფრინველეობის საწარმო - შპს „ნინოწმინდა 1“ ამოქმედდა.

მეფრინველეობის ფერმაში 40000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 24000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.
პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს . პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისოსტანდარტების დანერგვას.

| Print |
FaceBook Twitter Google