საზოგადოება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი დაიწყო
დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო. კონკურსის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

როგორც გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა, საოლქოში 503 განაცხადია შესული.
„კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია 13 კაცისგან შედგება. აქედან 6 კაცს ირჩევს საოლქო, ხოლო დანარჩენ შვიდ ნიშნავს, პარტია და საარჩევნო ბლოკი. მათ ასარჩევად გამოვაცხადეთ კონკურსი შემოსულია 503 განაცხადი , საიდანაც 306 უნდა ავირჩიოთ .“
მისივე თქმით, სასურველი კანდიდატების შესარჩევად მუშაობა უკვე დღეიდან დაიწყო.
„ არაუგვიანეს 5 სექტემბრისა, საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდება სხდომა, სადაც კანდიდატების არჩევა კენჭისყრით მოხდება. შეირჩევა ის პიროვნება, რომელიც მეტ მხარდაჭერას მიიღებს. რაც შეეხება პარტიის მიერ დანიშნულ წევრებს, ისინი მონაცემებს 6 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით მოგვაწვდიან. “

მაია ჩუთლაშვილის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე ინიშნება.
„პირველ სხდომაზე თუ არ იქნება 13 კაციანი შემადგენლობა, საოლქოს უკვე უფლება აქვს, თვითონ შეავსოს, რომლითვისაც რეზერვს გამოვიყენებთ. უკიდურეს შემთხვევაში, თუ რეზერვიც არ არის, მაშინ ახალი კონკურსს გამოვაცხადებთ და სამი დღის ვადაში უნდა მოხდეს თავისუფალი ადგილების შევსება. “
გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება კომისიის პირველივე სხდომიდან იწყება და შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე გრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google