საზოგადოება
კახეთში ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 21 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის უკანონო ჭრის 21 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა წიფლის, რცხილასა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირებას ახდენდნენ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google