საზოგადოება
თელავში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია
ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე. რთული რელიეფის გამო,  ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.


როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი შემთხვევის ადგილისკენ ფეხით მიემართება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.




ფოტო: 1tv.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცეცხლი /