საზოგადოება
კოხტას მთაზე ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობზე გაჩენილი  ხანძრის ლოკალიზებისთვის ვერტმფრენი უკვე მოითხოვეს. აღნიშნულის შესახებ speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ართანაში ბესიკ გაიპარაშვილმა განუცხადა.

-"ფართობს ვერ გეტყვით, რადგან კერას ვერ ვუახლოვდებით. სამაშველო სამსახური ფეხით მიდის და ადგილზე სავარაუდოდ 1 საათში იქნება, გასავლელი დაახლოებით ხუთი კილომეტრია.  ვერტმფრენი მოვითხოვეთ, საქმის კურსშია გუბერნატორიც, დაგვპირდნენ, რომ პროცესში ვერტმფრენები ჩაერთვებიან. საშიშროება არის, რომ უფრო დიდ  ტერიტორიაზე გავრცელდეს ცეცხლი."


ამავე თემაზე:

თელავში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / ხანძარი /