საზოგადოება
თუშეთში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება
თუშეთში,ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება.ამის შესახებ speqtri.ge-სთან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ამ დროისთვის ორი ვერტმფრენი მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე. კახეთში ხანძარი ოთხ ლოკაციაზეა, სტიქიას მეხანძრე-მაშველები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურშიც ებრძვიან.
| Print |
FaceBook Twitter Google