საზოგადოება
ამ დროისთვის კახეთში ოთხი ვერტმფრენი მუშაობს
კახეთის რეგიონში,ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დილიდან განახლდა. “ცოცხალი ძალა და ვერტმფრენები ყველა მიმართულებით მუშაობს. ვერტმფრენი თუშეთში დაახლოებით ერთ საათში განაახლებს მუშაობას, დესანტირებას ახდენს,ცოცხალი ძალა გადაჰყავს.ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ვერტმფრენია ჩართული, ცოცხალი ძალა დიდი რაოდენობითაა მობილიზებული"-განუცხადა speqtri.ge-ს კახეთის გუბერნატორმა,საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google