საზოგადოება
თუშეთში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან
თუშეთში,სოფელ ხახაბოს ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი. ადგილზე ასზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მეტყევეები და ადგილობრივი მოსახლეობაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. “ცოცხალი ძალა მუშაობს და ვერტმფრენიც გვეხმარება, მგონი პროგრესი შეინიშნება, აღმოსავლეთის მხრიდან ფაქტობრივად ჩავაქრეთ რაღაც ნაწილი.მაშველები და ვერტმფრენი დასავლეთით მუშაობს. ვფიქრობთ,დღეს რაღაც ნაწილს მოვრჩებით“- განუცხადა speqtri.ge-ს გაგამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google