საზოგადოება
ართანას ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
კახეთში ხანძრის ორ კერაზე - ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზების პროცესი დილიდან განახლდა.
როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ართანაში ბესიკ გაიპარაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის სამუშაოებში ერთი ვერტმფრენია ჩართული.

-" ხანძარი გამძვინვარებულია, 200 ჯარისკაცია დაახლოებით მობილიზებული და მათი იმედი მაქვს. ახლა 10 ცხენი დავახმარე, რომ წყალი აზიდონ."-აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ართანას ტყესა და თუშეთში ხანძარი ორ სექტემბერს გაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ართანა / ხანძარი /