საზოგადოება
თუშეთში ამ დროისთვის ერთი ვერტმფრენი მუშაობს
მესამე დღეა, ხანძარს ებრძვიან თუშეთში, ხახაბოს ტყეში. როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძემ განუცხადა, ამ დროსითვის ხანძრის ლოკალიზების პროცესში ერთი ვერტმფრენია ჩართული.
-"ვერტმფრენმა ერთი საათია რაც მუშაობა განაახლა. ყველა განაწილებული ვართ ლოკაციებზე. დამატებით შემოგვიერთდება მოსახლეობის ნაწილი. ვფიქრობთ დღეს რაღაც შედეგს დავდებთ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წუხელ ქარი არ იყო და არც ახლაა. არსებობდა საშიშროება,  ხანძრის კერა სხვა მიმართულებით გავრცელებულიყო. აქ ასევე მუშაობს ცოცხალი ძალა, რეინჯერები, სამაშველო ბრიგადები, ჩართულია ადმინისტრაციაც."

შეგახსენებთ, რომ თუშეთში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /