საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დღეს და ხვალ  საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, 6 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 7 სექტემბერს ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
9-10 სექტემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /