საზოგადოება
საოლქოში საკრებულოს წევრობის ოთხი და მერობის ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა
N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფების წარდგენის ვადა ამოიწურა.

კომისიის თავმჯომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, უკვე დარეგისტრირდა საკრებულოს წევრობის ოთხი და მერობის ერთი კანდიდატი.
„დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაქრო ქაჩლიშვილი, ბეჟან კავილაძე, ნათია გიორგაძე და გიორგი დვალი. ასევე დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მერობის კანდიდატი- მიხეილ ფურცელაძე. რაც შეეხება მერობის მეორე კანდიდატს- ზურაბ სეფიაშვილს, იმის გამო, რომ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. “
მისივე თქმით, პარტიებს საკუთარი კანდიდატების წარდგების ვადა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-დღემდე აქვთ.
| Print |
FaceBook Twitter Google