საზოგადოება
20 წარჩინებული სტუდენტი ფულად ჯილდოს მიიღებს
საკრებულოს მორიგ სესიაზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების დაჯილდოების საკითხი განიხილეს.

საკრებულოს დეპუტატის და კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველ ოც წარჩინებულ პირველკურსელს, ფულადი ჯილდო გადაეცემა.
„კონკურსის გამოცხადებისა და ყველაზე მაღალი შესაფების მქონე სტუდენტის გამოვლენის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას. დაჯილდოვდება 20 სტუდენტი. თითოეულს გადაეცემა ერთჯერადი თანხა 500 ლარის ოდენობით. კონკურსის გამოცხადების თარიღი და სხვა ტექნიკური დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.“
კომისია შეიქმნა შემდეგი შემადგენლობით: მარინა ხაზიური, ნიკოლოზ ჩიბარაშვილი, ამური ხარიტონაშვილი, თემურ ბუწაშვილი, ალექსანდრე ყვირალაშვილი და ნატო გონგაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google