საზოგადოება
რა ვითარებაა სოფელ ართანასა და თუშეთში-შს სამინისტროს განცხადება
საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში.

სამინისტროს ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

უწყების ცნობითვე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებას აგრძელებენ. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ხანძარი /