საზოგადოება
სტიქიის მეოთხე დღე ართანაში- ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება
მეოთხე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე სტიქიას ებრძვიან. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია ავიაციაც.
-"ამ დროისთვის სამი ვერტმფრენი მუშაობს, მობილიზებულია დაახლოებით ორასი მაშველი  და ადგილობრივებიც. 10 ცხენი დავახმარეთ და წყალს ეზიდებიან. რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით ძნელია საუბარი, ისეთი ბოლია ამისი დადგენა ჭირს. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება."- განუცხადა speqtri.ge-ს  გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ართანაში ბესიკ გაიპარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ართანას ტყესა და თუშეთში 2 სექტემბერს გაჩნდა. თუშეთში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google