საზოგადოება
მეხუთე დღეა კახეთში ხანძარს ებრძვიან
მეხუთე დღეა, კახეთში სტიქიას ებრძვიან. ართანაში ხანძრის კერა კვლავ აქტიურია, ლოკალიზების პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია და ცოცხალი ძალა.
აქ მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 500 თანამშრომელი.

რაც შეეხება თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს, ცალკეული კერები ლოკალიზებულია, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტიქია / ხანძარი /